↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დღეს ანა მოკვდა

ჯაფარიძე ნუგზარ

2026-07-181 წთ საკითხავი794 ნახვა

—
დღეს ანა მოკვდა, საქართველოვ, ჩაიცვი შავი,არაგვი დაშრა და ჭოროხშიც დამშრალა წყალი,არხოტისაკენ მიმავალი მრუდე გზასავლით,იმ შენს ხვიარას ემდუღრება ლოყა და ღაწვი.
მშვიდობით, ანა, ჩვენი ნატვრის თეთრო ოცნებავ,შენი ლექსებით ნარნარებდა კოლხეთიც, ქართლიც,გეფერებოდნენ ჩემი ქვეყნის დიდი მგოსნები,როცა იმათი საფიცარი პოეტი გახდი.
ჩვენს მთებში, ანა, კვლავ ბუდობენ შენი ირმებიდა შენი თუთაც აყვავილდა ამ გაზაფხულზე,ქართული ლექსის დედოფალი მუდამ იქნები,ჩვენს გადასარჩენად შენი ლოცვა რომ აგვისრულდეს.

ჯაფარიძე ნუგზარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი