პოეზია · ლირიკა
* * * როგორ დამწიფებულხარ
როგორ დამწიფებულხარ,როგორ დამშვენებულხარ,სიზმრებში რომ გხედავდი,ის ხარ, დედოფალო.ქალი ხარ და ხატი ხარ,ჩემი ნატვრისთვალი ხარ,მინდა ისევ შენ ერთსსული განაცვალო.სული განწირულია,გრძნობა სასწაულია,გაზაფხულის ქარებმამოიპარეს ნატვრა.ორმოცი წლის ლოდინითუკი დასასრულია,უთარიღოდ სიკვდილიშეინახოს მარტმა.