↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ნამუხარ მუხას რაღად უნდა სეტყვა და კოხი

ჯაფარიძე ნუგზარ

2026-07-181 წთ საკითხავი804 ნახვა

—
ნამუხარ მუხას რაღად უნდა სეტყვა და კოხი,იდგეს თავისთვის, ისტორიად, თუ გნებავთ, ზღაპარად,ამბავს ყვებოდეს ქვეყნები მეორედ მოსვლის,ოთხას მეოცეს რომ მოესწრო ვენახის გასხვლას.
დგას ნამეხარი, ჯაფარიანთ ნედლი თილისმა,განტოტვილია მისი გენის ნიჭიც, უნარიც,ვერ დააჩოქა ავზნეობის ურვამ, ტკივილმადა ვერ გაახმო ქართველობა გაუხუნარი.
ეკლად და ბარდად ამოსული საქსაულებიუდაბნოს ხვატში ვირ-აქლემთა არის მალამო,უთვალავია შენი მომსწრე სასწაულები,დროს არ უჩივლო, ყინჩად იდექ, მუხავ, მაღალო.

ჯაფარიძე ნუგზარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი