პოეზია · ლირიკა
გასვლა
ბნელოდა. იდგა ზღაპრული ბარდნა.ფანჯრიდან თოვლის ნამქერი ჩანდა.დასრულდა ქარში ტოტების ლეწვა....ხელს ჩამკიდებდი და გამიყვანდიგარეთ, რომ თოვლში ერთად გვერბინადა გვეგუნდავა... ყრუ იყო ბინა.არ ჩანდი, რადგან ჩემი დღე გეცვა.რადგან ჩემი დღე გეცვა - მიყვარდი.
თოვლი ზედმეტად იყო ქათქათა,როცა ზამთარი უცებ ადგა დაშიგ თოვლში შენი თვალები ჩასვა -წარბ-წამწამის და სახის გარეშე.მე დავუფიქრდი ზამთრის ამ საქმეს.ფიქრის ტკივილი აღწევდა აკმეს.მიწევდა მე შენს თვალებთან გასვლაბრმად, უშენობის მთელ სიგანეში.
...ისე ღამდება, ისე თენდება,თითქოს სანთელი ქრება, ენთება;და მირაჟიდან კვლავ მირაჟამდედროის ცრემლია ყოველი წუთი.დამშლელო შენთან ერთად აქ ყოფნის,მარტო ჰაერი ქვეყნად არ მყოფნის!ჭრელი ფერები და სილაჟვარდერად შემიცვალე სიბნელით ყრუთი?..
ფიქრი - სიჩუმის იყო სიმსივნე.ფიქრის მესმოდა ბნელში სისინი.მესმოდა გული და ცემა მაჯის.ეცადე იყო ჩემზე დღეგრძელი.მეც შევეცადე: გავედი გარეთკვამლივით - ყოველ ფანჯრით და კარით,ჩავწვდი შენს თვალებს, შევედი მათშიდა ატირება მათი შევძელი.
2002