↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ის, რომ აზრისთვის ამ სისხლის სრბოლის

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-121 წთ საკითხავი3036 ნახვა

—
ის, რომ აზრისთვის ამ სისხლის სრბოლისსიჩქარე მაინც ვცადე და ბოლოსშენივე ფერის ძარღვებში ბროლისსიყვარულამდე განვავითარე,იყო ამაო გარჯა: ის დალბა.თვით აზრი. როგორც საფლავზე ტაბლაწვიმაში. ნელა დაეშვა დაბლა.შვება არ არის არავითარი.
აზრი გამოხმა, როგორც მცენარე,ოდესღაც საღი, მრთელი, მცინარე.აზრი დავკარგე. გავხდი მცონარეარარაობა. აგცდი. უნდო ვარ.ღოღვით მოდიან გზებზე რემანი.გამსრისეს, როგორც ყურძნის მტევანი.და ვერწყმი მიწას. დღე შავგვრემანითვალს თვალში მიყრის. ვხედავ ბუნდოვან
კიდეებს ქვეყნის. აწმყო მითია,და თითქოს განზე გადამიდია.მაგრამ მიწიდან ვერსად მიდიანდა მიწისძვრებად მკვდრები თრთიან. ო,გემუდარები, ჩააქრე ცეცხლიჯოჯოხეთისა. არ მინდა მეცხრეცა. ეს ტკივილი ოღონდ დამიცხრე,ცაო პირველო და ღმერთიანო!
და დაუბრუნე ჩემს დაშლილ სივრცესსიმთელე, რათა უმალვე მივცეკითხვას: „გწამს იგი?" - პასუხი მტკიცე:„მე იგი ვიცი". ხმაზე, საყვირზე,ცრემლზე მიცანი! ბოლონდელს, გესავ,აზრს მიანიჭე უპირველესი„ო!", შეფერხებულ სიტყვას კი ისევსიტყვა, მომდევნო სიტყვა, აღირსე.
2002
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი