პოეზია · ლირიკა
* * * დოინჯშემოყრილ მთებს
დოინჯშემოყრილ მთებსშემოჰფლეთიათ ნაბდები - გრიგალი.კბილებჩაცვენილ დევსშერიჟრაჟებით დასწვია ჯიგარი.მივჩერებივარ გზას.არ ჩანს ხანძთელი, არ მოდის ოშკელი.ნისლმოხვეული, დგასუიმედობის სვანური კოშკები.
სილაჟვარდეში სნობს,იქაურობა მელნიან ხელებზემოულოდნელად მცნობს.და თუმც სიტყვებით "ბევრს ითხოვ, მელექსე"გარეთ მაგდებენ - ბედშივე, ისკიდევ ყოფილა მხოლოდღა ვარჯიშიშენზე წერაში, მრჯისმაინც იგივე: ფერფლს სილაჟვარდეში,ნაღველმორეულ ბრიყვს,მე შენ ისევე ძლიერად, ისევეგაგიჟებამდე მიყვ.ოღონდ მასწავლე, რარიგად მივეცეთავდავიწყების რულს,გამოვეთიშო უშენო სიცხადეს,ამოვეშენო ნულსუმომავლობის ამ და ამ რიცხვამდე.
ოღონდ მასწავლე ცდა,და მე შიგნიდან გავარღვევ თაბაშირს!დამახელოვნე! და,გამობრძმედილი, ძვირფასო, მთავარში,იმედოვნების სრულუაზრობაშიც ცხოვრების შემკობასმოწყურებული, სულ,შემოგარენის გაქრობის შემდგომაც,დაგელოდები, მდგომარე წყნარგანშორებათა ძეგლივით,ქარბორბალებით კუნთებში ხან,ხანაც ძარღვებში დელგმებით.
2005