↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * თუკი ასფალტიდან ვარდი ამოსულა

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-121 წთ საკითხავი3033 ნახვა

—
თუკი ასფალტიდან ვარდი ამოსულა,პროცესიას გაუვლია. არ ღირს დაეჭვება.და თუ ამ ვარდს მოწყვეტს გამვლელი ასული,ასფალტს პოეზია დაემჩნევა.თითქოსდა ვიღაცა, ყველაზე საჭირო,ყველაზე ახლო და ყველაზე ძვირფასი,საბრალო, ვით ძერის ჭანგებში ბაჭია,უბრალო, როგორც სიჩუმის სინტაქსი,გიკვდება, გიცქერის და ჩუმად იბარებს,რომ იმას, რაც შორიდან უახლოესია -სხვის ლოცვას შენთვის, ღრუბლებს და წინაპრებს, -მეორედ მოსვლამდე ერქვას პოეზია.
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი