↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვწერ. მაგრამ განა იმ მიზეზით, რომ ყოფნა ცრუ არს

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-121 წთ საკითხავი3035 ნახვა

—
ვწერ. მაგრამ განა იმ მიზეზით, რომ ყოფნა ცრუ არს.და არც იმიტომ, რომ დღეები სწრაფად გარბიან.ვწერ, რადგან მაძლევს შენს ულმობელ ნაკვთთა მაფიაწინადადებას, რომელზედაც ვერ ვამბობ უარს.
და წერის ცეცხლზე გამუდმებით ნავთი ისხმებაიმით, რომ, ჩემდა სასიკეთოდ და საამაყოდ,ვწერ იმ ენაზე, რომელზედაც შენ ლაპარაკობ,რომლის შრიალიც შენს ბაგეზე იგულისხმება.
ვწერ. და გგონია, უცნაური ხუმრობით ვხუმრობ.მე კიდევ წერას გადავაკვდი და გეტყვი აქვე,რომ გაგიკეთე ამდაგვარად მეორე სარკე,რომელიც პირველს გერჩივნება უფრო და უფრო.
მე და შენ ბოლოს ამ ნაწერში შევიყუჟებით,როდესაც დავცლით, დევნილები, დროის ბარაკებს.ილაპარაკე, არ გაჩუმდე, ილაპარაკე,ესიყვარულე ქართულ ენას შენი ტუჩებით.
2009
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი