↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მზე ძუძუს თავზე შემოვაწვინე"

გვინინა (ნანა ჭკუასელი)

2011-12-211 წთ საკითხავი779 ნახვა

—
* * *მზე ძუძუს თავზე შემოვაწვინედა ჩემი ზურგის ხორბლისფერტყავზერძე მოიხარშა ხერხემლის ტოტით…შენ არსად არ ხარ,გზები შორია დაგზები შორია დაქვა ბილიკს კორტნის…კანში ფანჯრები და მინებია,ყოფნა მიტოვებით იოლდება,ტყეებს გადავცურავ ირმებიანს,ძვლები მიბერდება მიყოლებით..წყალში იზლაზვნიან ვერანდები,ხორხი დამეღალა ნამსხვრევებით…მხარზე თმის ლერწამი მემტვერება,მელანდები…სიკვდილმომლოდინე ღამეებზე,მრგვალი დღეებია მშობიარე,შუბლზე ჩამონისლულ ეკლებიდანსისხლი გაქვავდადამომიარე…კედლებს ელექებათ ნაწვიმარი,ჭერში პაპიროსის ნატერფალებსსუნი რკალისებურ სინაცრისფრისქარი ჩამოდგადააფერმკრთალებს…თურმე საათია გამოკრთომის,მესმის მონოლოგი რადიოდან,ჩემი სიზმრებია,ოთახებშითითქოს ღვთისმშობელი დადიოდა…მკერდზე ამოქოლილ თავთავებში,მუცელს მეზრდებიან ვენახები…მე ახლა თვალი მიბრმავდება,ასე ვერასოდეს გენახვები…და ცხელ ჭიანჭველებს ამოზელენ,მიწას შებღალავენ ჩემი ხორცით,ცვარად მომაბნიე ბალახებში,ღმერთო, ისე…ვითომ შენს პეშვს ვკოცნი…რომ მერე…მერე აღარ ვიყო…გზები არასოდეს ვიწროვდება…როცა არაფერს არ გეუბნები,სიტყვადუმილივით მიგროვდება…შენ არ ხარ…და მე მემსგავსები…როცა მივდივარ და ზეწრებსვტოვებ…გამოვტოვე…რაღაც უნებურად გამოვტოვე…
გვინინა (ნანა ჭკუასელი)

გვინინა (ნანა ჭკუასელი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი