პოეზია · ლირიკა
* * * "სახლიდან"
სახლიდან,რკინის კედლიდან,შუშის პრიალა ზეწრებიჭერში დამემსხვრა, ფერიდე,ვწვები და სარკმლის ღრიჭოდანჰაერს ვეწევი,მერიდე…ვწვები და მთებზე ვოცნებობდა მატარებლის ყავაზე,შენ სიკვდილს შემომთავაზებ,მე - დუმილს შემოგთავაზებდა თითებს ქერქის წებოთიდა საწოლს ვიწრო ბალიშით,შენ რომ ხერხემალს გაიშლი,მე რომ ყელს ტბაზედ გავიშლი,სიცოცხლეს შემოგთავაზებ,ვწვები…წვიმს…(არ გადარაზო),ქარი ჭლექს სისხლად ახველებს,შენ ჩემსას კი ნუ კითხულობშენ შენი დამისახელე.ვუსმენ, ჩაიდნის ფსკერიდან,მოხარშულ ლოდინს, ფერიდე,მერიდე ამიერიდან,ამიერიდან მერიდე…და ვწვები,როგორც ზამთარიჩვილრძე ბალახზე საზურგით,თბილია შენი ლოგინი,წყალს გასმევ, თითქოს საკურთხიოთახში შემომეტანოს,აღარც შენ დგები,იძინებ…გამოიძინე სირცხვილით…სიბერით გამოიძინე…სადილად სისხლის კოლტებიმომიპირქვავე ქვაბიდან…მე უარს ვამბობ იმ მთებზე,მატარებლებიც არ მინდა…და სადგურის სუნს ვიგონებ,დათმობას ჩემი სირბილის,შენი გულ-მუცლის ტუსაღივგრძნობ შენი ძუძუს სირბილეს…ძვლები რომ არ დაშლილიყვნენ,ხორცი და მაჯა ჩავრაზე…შენ მერამდენედ … ჰო…ასემე ვერც კი შემოგთავაზე…