↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ამ გზაზე ყოფნას, ასე მწყურვალი"

გვინინა (ნანა ჭკუასელი)

2011-12-212 წთ საკითხავი776 ნახვა

—
ამ გზაზე ყოფნას, ასე მწყურვალი,მინდა, გითხრა,რომ მე არ ვირჩევ,შენ სიკვდილი ხარ გარდაუვალი,მე - ბეატრიჩე...მე წავალ, მაგრამ არა დღისით,სხეულის ლებნებს ფრთხილადგავირჩევ...შენ ღმერთი ხარ და არავისი,მე - ბეატრიჩე...ილაპარაკე, როცა წავალჩემზე შვილივით,სულზე რომ მაწევს დაორთქლილი - შენი ხელია,შენ სინათლე ხარ ბალახებში რძისფერ გვირილის,მე - ოფელია.და ასე ყოფნას, მინდა გითხრა,რომ მე არ ვირჩევ,მაჯებს გულზედ ვწნი,სისხლი მიწას მოავარაყებს.მე გავიქცევი სიცოცხლიდან,ვით ბეატრიჩე,ვშიშობ, არავინ არ დარჩება მოლაპარაკე.თოვს -ორღობეში დაბმულ შავ ხარებსზურგებზე ათოვთდა კანში ლღვება მდუღარე წვეთი -მოხუცი მამამიწაზე დგება,თოვლის ზედაპირს თავს წამოადგება,როგორც მდევარიდა ხშირი თოვლი სიბერეში ამოეზრდება.სადღაც შორს ტოტზე ბრწყინავს სუსხი,შეტეხილ ჰაერს პირს უღებს ქარი,და ურმის ჭრიალს ედება თოვლი,თოვლი ცის ფერი -ჩუმად თვლემს ხეზე მუქი ყვითელი ხურმა,რომელსაც ათოვს უშფოთველი სიზმრული ფიფქით,ისე, ვით ხელი ქალის თმებში ჩასვენებული,ქალს რბილად სძინავსდა შუბლზე თითებს სუნთქავს.ათოვს საკვამურსდა ბუხრის შიგნით ჩაქცეულ წარსულს,კეცზე დაკრულ ჭადს,ბაგაში ძროხებს.მხოლოდ ხბოს ღვიძავსგახელილი შუშის თვალებითდა პირველ თოვლს უმზერს.ვისაც არ სძინავს,ვინც საბანი ვერ მოიხურა,სასაფლაოზე მწოლიარე ხორცებისტკაცუნს უსმენსდა სულებს ათოვთსაზღვრების მიღმა.მოხუცი მამა ლოგინში წვება,ხარები თრთიანდა ზამთრის ფიქრებს არღვევსმოწყვეტილიმშიშარა ზღმარტლი
გვინინა (ნანა ჭკუასელი)

გვინინა (ნანა ჭკუასელი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი