↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ელეგია (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)

ბროდსკი იოსიფ

2008-07-122 წთ საკითხავი2134 ნახვა

—
მ.ბ.-ს
დღემდე მაჟრჟოლებს ისევ შენი ხმის გაგონება.ბუნებრივია. ვინაიდან სიმები სახმოვერ დაწყვილდება შიშველ კუნთთან, ხუჭუჭა თმებთან,ხელებში ტვირთთან, და ასაკში აღარც კი ნაღვლობსაყვარელ ნივთის დაკარგვას. და ჰაერთან შეხლაშენს უსხეულოდ აღებულ ხმას ვეღარ შელახავს,და, ვაგლახ, ორი ჭირისაგან ბეცი გონებაირჩევს უმეტესს: ერთხელ თქმულის გამეორებას.მისგან ფხიზელ თავს რეტი ესხმის ძალიან დიდხანსფირფიტასავით ტრიალით და სიტყვების ლესვით,თითი თითს უშლის - შეხორცებულ ხვეულებიდანრომ ამოაგდო სამუდამოდ ნატეხი ნემსის -თითქოს აძლევდე სალამს საცდურს ისეთი ფორმით -როცა სიტყვები, როცა ტექსტი არ გაქვს საკმარი,თუმცა მუსიკა ჭარბადაა, ბევრი უზომოდ.იცი, რამდენი საგანია ერთურთთან მყარადისე შეკრულნი - რომ ბუნებას, რომელიც არისნამდვილი დედა და მშობელი და ა.შ., კიდევშეიძლებოდა გადაედგა ნაბიჯი მყარი,რომ ერთმანეთთან შერწყმულიყო - ბუზი, შაქარი;ფოკსტროტის ხმა და ქოლგა კაბის ფრიალა კიდე;სულაც მე და შენ - ავეყვანეთ ჩვენ მიჩურინისმიღწევების და შრომის რანგში. ეს უკვე ახლაქარიყლაპია ფერით მოჰგავს კონსერვის ქილას,და მომარჯვებულ ვერცხლის ჩანგალს. ბუნება, ვაგლახ,აშორიშორებს საგნებს, უმალ აპატარავებს;ცხოველთა ზომა გაიხსენე შენ უწინდელი.და ჩვენ კი მხოლოდ ნაწილი ვართ იმ დიდის, მთელის,რომლისაგანაც ტელეფონის ზონარის მსგავსადგამოდის ძაფი, ჩვენკენ ნელა მოიკლაკნება,დინოზავრისგან ხერხემალს რომ დატოვებს მხოლოდ.ორი დღის შემდეგ შეძლებ შენ ამ ნომრის აკრეფას,მანამდე ვერა. და ამ ზონრის მეორე ბოლოსკვლავ ინვალიდი უპოვარი გეპასუხება,რომ დაუკარგავს ძმა, ხელ-ფეხი, სულის ნასახი -ევოლუცია. ჩემთვის კი ამ ნომრის აკრეფანიშნავს - ამოვძვრე წყლიდან ხმელზე და იქ დავსახლდე.

ბროდსკი იოსიფ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი