↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს იყო

ჯინჭარაძე იური

2021-06-121 წთ საკითხავი677 ნახვა

—
ეს იყო – რაღაც გადასარევად –ცისკრის ამოსვლა წყვდიადის შემდეგ,ეს იყო, როგორც ღვინის დალევადა შემორჩენა სიმთვრალის დღემდე.ეს იყო სუფთა გრძნობის გამხელა,წუთის მოპარვა შიშით და დავით,იყო ტრფობაში თვალის გახელა,ეს ყველაფერი ხდებოდა ღამით.ეს იყო – (ბევრი მას ვერ გაბედავს),დამაშვრალისთვის მოკვლა წყურვილის,ეს იყო სიტკბო ლამაზ ბაგეთა,ცხელი ტანის და ცხელი სურვილის.ეს იყო – სხივი ბაგე-ბადახშის,სხივი, რომელიც კედელს ატანდა,ეს სახიფათო იყო თამაშიდედიშობილა ევას ადამთან,მაგრამ წარსულმა უცებ მომცელა,გარდუვალობა სადღაც გაცურდა,შემოვრჩი მარტო ჩემსავ ოცნებასდა ყველაფერი ისე დასრულდა,როგორც კოცონზე წყალის გადასხმა,მოთოკვა ვნების, თავაწყვეტილის,ეს იყო მხოლოდ ტრფობის გალანძღვადა სიყვარულზე დასმა წერტილის.

ჯინჭარაძე იური: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი