პოეზია · ლირიკა
მითხარი
ზურაბ გორგილაძესროდესაც გადივლის სიცოცხლის სიცხოვლე,და სულში ჩაწვება აპრილი აპნისად,მითხარ რომ მზისქვეშეთს ცდომილმა ვიცხოვრე,შუბლს ეკლის გვირგვინი უჩანდა დაფნისად.მითხარი წამება რად სურდათ ამდენი,ღამეებს უმთვაროს, ზაფხულებს ქარიანს,ან სიღრმით მოხეთქისლს, რად კვნესდნენ ბაგენიმამაო ჩვენოს და დედაო მარიამ,მითხარ და დავტოვებ ქვეყანას უსახურს,აჩრდილად ჩავყვები ედემის ნაპირებსდა მერე სადღაცა ლექსებით გულსაწულს,შავნაბდა ყორანთა გუნდები დამტირებს.