↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე, შენა და ქარი

ალავერდაშვილი ლევან

2013-05-121 წთ საკითხავი2467 ნახვა

—
შენს ფეხებთან აბეზარი ქარი გაიშრიალებს,ურცხვად მოგეპარება და კაბას აგიფრიალებს,აუჰ! თვალებს აგარიდებ, მაინც გამთქვეს თვალებმა,რადგან მზერა უნებურად შენკენ გამეპარება.უი, დედა! დაიმორცხვებ, კაბას იჭერ ხელებითმარწყვის ბაგეს დაიშაქრავ დათაფლული წყევლებით.მიხაროდენ; წყევლით მლოცავ,ტოკავს გულის გალია,ეგე ქარი, ეგ დაწყევლე, ჩემი რაღა ბრალია?!მე რაც მსურდა აქამომდე, შენს თვალებშიც ვხედავდი,ქარს კაბა არ აეწია, რა, არ შემოგხედავდი?!ნეტავ ქარი კვლავ მოვიდეს, კვლავაც გაიშრიალოს,ურცხვად შემოგეპაროს და კაბა აგიფრიალოს,ნეტავ იმ წუთს, საფიცარო,თუ სხვა კიდევ მერჩიოს,უკვე დედა ყოფილიყავ, ხელში პირმშო გეჭიროს;უი, დედა! წამოწითლდე,ხელს რომ ვეღარ ახმარებ,თვალხუჭელა მოგაგნებ და კაბას ჩამოგაფარებ;შენ კი ისევ `დამწყევლი~ და ისევ დაიქუფრები;კარგი, ფეხებს თუ მიმალავ,თვალებს რაღას უშვები?!
ალავერდაშვილი ლევან

ალავერდაშვილი ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი