↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ობლები ყინვაში

ალავერდაშვილი ლევან

2026-07-181 წთ საკითხავი2471 ნახვა

—
ჩემში დემონი ვინ ჩაასახლა?!რამ შეიწირა წარსული სახე?!ღმერთო! ბუხრისწინ რა მინდა ახლა,როცა ყინვაში ობლები ვნახე...ეს რა ასპიტი მეფობს ქუჩებში,ამდენი გესლი საიდან გერგოთ,რომ წინგამოწვდილ, დამზრალ მუჭებშიბინდგარეული გულები გედოთ.მინდა თქვენს ფერხთით გავთავდე დღესავ,ვინემ ამ ცოდვის ბურუსი ვზილო;ვინ გიანდერძათ ამდენი კვნესა!ამდენი ცრემლი საიდან, შვილო!..მაგრამ, თავს რადღა დავწამო ცილი,გავიავთვალო ძალისძალ დარი,როცა თქვენს ქუჩას ვერ გამოვცილდი,და ეხლაც იქავ ვაგდივარ მკვდარი.
ალავერდაშვილი ლევან

ალავერდაშვილი ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი