↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ან აქ რად მოხველ

ალავერდაშვილი ლევან

2026-07-181 წთ საკითხავი2471 ნახვა

—
მე კარგად ვიცი შენი წარსულიდა მომავალი რადაც გაშინებს,რომ ვნებათხარჯვა წრეგადასულიუმანკობას ვერ მიგაშვილებს.შენთვის უცხოა გედის ოცნება,არ გელის ზეცა ცოდვიან სტუმარს,შენდობის დრო და პატიოსნებაროცა შენს სახელს ეტყვიან უარს;ფეხქვეშ დალპება იმედის ხიდი,რას უზამ მერე სულს ასე სნეულს,როცა ერთ ღამეს მეც მომაყიდიშენს უკვე ბევრჯერ გაყიდულ სხეულს.დამენანები, რა გზით მიდიხარ,დანაცრებული ღადარით თვალში,დღეს ველურ ჟინით რატომ მინდიხარ,როცა სათუთად მიყვარდი მაშინ;როცა გიწოდე მუზის ასული,ეხლა ის გრძნობა რად გაიყინასად გაიყიდა შენი წარსული,ან მომავალი სად გაიყიდა.ან აქ რად მოხველ....რად გინდა ღმერთი?!ხატებს აჩვენო ცოდვები ქმნილი,რომ ხარ ლამაზი მარიონეტისხვისი ვნებისთვის გამოგონილი...და გული ეხლა,ოჰ, არა იებს,სულ სხვა საჩუქრებს შემოგთავაზებსმკერდში მძივებად ჩაგადნობ ტყვიებსდა სისხლით მოვრწყავ ბოროტ დარბაზებს.მერე კი მაინც შევუნდობ ცოდვებს,თვალებს დახუჭულს და ბაგეს მდუმარს,რომელნიც უკვე ჩემს მაღალ გრძნობებსვეღარასოდეს ეტყვიან უარს.
ალავერდაშვილი ლევან

ალავერდაშვილი ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი