პოეზია · ლირიკა
ვარდები
ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით,დაე, შემერგოს თუნდაც არამად...ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით,პოეტი ვარ და ფული არა მაქ!ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში,ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია!ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოშირომ სიყვარულიც გასაყიდია!