↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აიდე

ალავერდაშვილი ლევან

2026-07-181 წთ საკითხავი2472 ნახვა

—
ნახვამდის, არ მინდა ეგ მრუში ამბორი,სული გდევს სნეული, ლამაზო აიდე,გვირაბში ინათა, ეხლაა სამგორი,აქ უნდა დავშორდეთ, აქ უნდა ჩავიდე.აქ უნდა ჩავიდე, პოეტი ვიღაცა,წამიც და მე შენთვის წარსული ვიქნები;და ოდეს ორგიით ტანს გადაიქანცავიქნებდა მოგძალდეს უბიწო ფიქრები.იხსენო ეს ღამე, ლოთური დუქანი,მაცდური კარტები და ბოშა მკითხავი,დამთვრალი ჰანგებით ჩავლილი უბანი,და ისაც, ტკბობაზე არა რად გითხარი.საზარად ჩაგწივლებს ოდესმე წარსული,სიბერით შერიყულს დამტვერილ ბინაზე,და ეხლა, შენ, სიძვის ლამაზი ასული,ფრთებს დაყრი აიდე მადონას წინაშე.დაგხვდება სამყარო ფერებით სნეულით,იმზევებს მზეები რაც შენთვის ბნელია,რომ გერქვას ქალი და მარტოდენ სხეულით,წყევლაა აიდე! ჯვარცმაზე ძნელია!...ეხლა კი მშვიდობით, უკვეა სამგორი,აქ უნდა დაგტოვო, მე უნდა ჩავიდე,სულგაყინულია ეგ თბილი ამბორი,რომ მატან ტკივილად ლამაზო აიდე.
ალავერდაშვილი ლევან

ალავერდაშვილი ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი