პოეზია · ლირიკა
დეკემბერები
დეკემბერების ლურჯი ფოთლებიშემყვარებია სიცოცხლის ფასად,როს იკარგება ბოროტი წლებიმიზანს აცდენილ ტყვიების მსგავსად.როგორც ყვითელი, საჭურჭლე თიხა,აზელილია სისხლში დარდებიდა რომ მკითხავენ - შენ პოეტი ხარ?დემონიურად ავხარხარდები.ზოგნი ვერ გრძნობენ, სანანურიარაა მგოსანი. დაე იცოდნენ,ის მდუმარეა როგორც მუმია,მაგრამ მეტყველი როგორც სიცოცხლე....დეკემბერების ლურჯი ფოთლებიაი რად მიყვარს სიცოცხლის ფასად,როს ეცემიან მიწაზე წლებიმიზანსდაცდენილ ტყვიების მსგავსად.