↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამიბრუნეთ!

ალავერდაშვილი ლევან

2026-07-181 წთ საკითხავი2477 ნახვა

—
ეხლა უფრო ვეცოდები ღამეს,პირველია და დაიწყო ორი,ახლოსა ვგრძნობ სინანულის წამებს,სიხარულის წამებია შორი.ეხლა ჩემთან განშორება სახლობსდა ლოგინი ცივ სამარედ იქცა,წუხელ ვგრძნობდი ზეცა იყო ახლოს,ეხლა უფრო ახლოსაა მიწა.ეხლა აზრი გაგიჟებას ითხოვს,ლანდი მეფობს აქაცა და იქაც,მეჩვენება ვიღაც ელის სითბოს,კიბეებზე ამოვიდა ვიღაც...და ეს ღამე უძილობას მისევს,გული კვნესის მოვსებული გესლით,სიყვარული დამიბრუნეთ ისევ!დამიბრუნეთ!დამიბრუნეთ!გესმით?!
ალავერდაშვილი ლევან

ალავერდაშვილი ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი