პოეზია · ლირიკა
დავით გურამიშვილის ხსოვნას
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
შენ ჩემო წინამორბედო,უძვირფასესო პაპაო!შენს აჩრდილს ვეამბორები,ლექსიც რამ დამიჩხაპაო.ნეტავ, რას მემუდარები,მე რა გიამბო აბაო,ნამდვილო მამულიშვილო,სამშობლოს ეკლის მკაფაო?!პოეტად ვიხსენიები,თუმცა ხარი ვარ ლაბაო;ჩემისთანები ბაგებზეასი, ათასი აბაო.ტანფეხშიშველი დავდივარ,ცოლს არ მიცვია კაბაო;შენის ცრემლებით მოვხარშეჩემის გრძნობების ფაფაო,ამგვარი საჭმლის კეთებასდიდი სდომნია ჯაფაო;გავუღე სული და გული,როდის ხანია ვყლაპაო,გაუთავები გამოდგა,არც დამკარგვია მადაო.ვიცი, არ გამიჯავრდებიდა არცა მკითხავ: რადაო?მას აქეთ ჩონგურს ვაჟღერებ,თანაც ლექსებსა ვჩმახაო.ჩუმ-ჩუმად კიდეცა ვტირი,რა დაგიმალო, _ მნახაო!იქნება მადლობელიც ხარ,იქნება არა მძრახაო?!მიშველეთ შენ და შოთამა,მგოსნობა გამიძრახაო,გული დადნა და დანავლდა,მიხმება, მშრება ხახაო.დაჩოქილი ვარ თქვენს წინა,ვით ერთი ვინმე გლახაო;მიშველეთ, მომავლებინეთ,ლელო რაც დამისახაო.მაშინ თქვენს ნათელს სახეებსმეც პირნათლადა ვნახაო.