↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამსეტყვე, ცაო

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21105 ნახვა

—
დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,აქა ვარ ჩემის თავითა,გულითა გაუტეხელი,მოუღალავი მკლავითა.რაც უნდა ჭირი მომკერძო,ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;მცნებას ვერ შემაცვლევინებმოზღვავებულის ავითა!..განა მარტო ვარ ამქვეყნად,სხვაც მრავალია ჩემფერა,ვისაც არავინ არ სწყალობს,წყევლას უბარებს ტერტერა.ის ვიცი, მითი ვნუგეშობ,გულიც მან გამიერთფერა.ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,ხან შავაბიჯებ სერ-სერა;დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურსათასჯერ, განა ერთხელა;და ზედ დავმღერებ იმასვე,რასაც დღესნამდე ვმღეროდი...მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამიგულ-მკერდზე დაიწეროდი!ბარო, წარბნი და წამწამნიიმ სიტყვით დაიკეროდი!..ისევ მტერი ვარ იმისა,ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, _იგივე მიყვარს, იგივე,ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი.სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, _კეთილსა ვყვანდე ზიარად;ვერ მივცემ მტერსა მამულსასაჯიჯგნად, დასაზიანად...ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, _ჯერ ისევა ვარ ფხიანად.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი