↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზერა – ჩახმახი, მარტოობაც

გეთიაშვილი რეზო

2016-09-121 წთ საკითხავი11712 ნახვა

—
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 მზერა – ჩახმახი,მარტოობაც უკვე დიდი გაქვს,არადა როგორ შეიფერე, როგორ მოირგე,უფრო გამხდარხარ,გაჟონილი კეთრის სიფითრედა მთვარეც ისე გაიბერა, სონეტს მოიგებს
შუაღამემდე, დასაწყისად მიოკარდიტი,რაღა თქმა უნდა, ლექსიკონი უცხო სიტყვათა,შენ შეგიძლია გაიღიმო თუნდაც ამიტომ,ხოლო ხუბჩევი ასეთ ღიმილს ვერ აიტანდა.
უფრო გამხდარხარ,თორემ მზერის ჯერაც არ მჯერა,სულზე აქნილი უიქნებო, ნაღდი ეჭვები,მე შემიძლია „მენატრები“ გითხრა ამჯერად,ტუნდაც რითმისთვის, ან „დიაცი ქსლისა მბეჭველი“.
მე შემიძლია ეს საღამო კოცნით მოვქლიბო(ავტოპორტრეტი, ანანურთან, გრძნობის ჩალური),ოღონდ ეს ერთი სიყვარულიც მოკლე მოგივა,ოღონდ იქნები, მომკალი და, სექსუალური.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი