↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიწა

გეთიაშვილი რეზო

2021-08-132 წთ საკითხავი4242 ნახვა

—
ის გაიტანეს, ნელა მიყვნენ და მეც მივყევიდინებას, არცთუ უმიზეზოდ, ის მე ვიყავი,შეგუებული სინამდვილეს, ანუ სიყალბეს,მომწონდა კიდეც, კარგი იყო, კარგად მივყავდი
და მომყვებოდნენ მშობლიური, ტკბილი ლაყბობით,როგორც ყოველთვის, როგორც უცხოს, როგრც არყოფილს,ჩემი სიმძიმის უჩვეულოდ გრძელი ლურსმნებითვიკრავდი ფიცრებს და ჩიტების წივილს ვუსმენდი.
კარგად გავერთე, უკანასკნელ სხივებს შევფიცე,რომ არ ვჯავრობდი ცრემლისა და გულის დეფიციტს,არც ტელეფონის ნაირ-ნაირ ზარებს, ზედიზედრომ წკრიალებდნენ, ჩვენი მხრები გზაჯვარედინზე
რომ დავასვენეთ, მშობლიური, ტკბილი ლაყბობითრომ შეგვექცია თავი, რამე უცხოს, არყოფილსრომ ვერ ვხედავდით და ვისროდით სიტყვებს - ნაფოტებსდა ჩვენი ბოღმა მოგონილი დარდით გავფოთლეთ.
მერე, შუადღე შუაცეცხლზე როცა მოხალეს,მოგვქონდა ღვინო, პური, ხორცი - მჟავე, ცოცხალიდა ვჭამდით ჰაერს, ვსვამდით კითხვებს და ლიმონათებს,შევთვერით კიდეც და სიტყვები ცრემლში მოვნათლეთ.
მერე და მერე აღტაცება გლოვას მიებადა ალაგ-ალაგ მარგალიტის თეთრმა მძივებმაჩვენი გახსნილი ტუჩებიდან გამოანათა,მერე სიმღერაც შემოვძახეთ, თუმცა მანამდე
ვიყავი მთვრალი, გადაღლილი და ზედ სუფრაზეჩამომეძინა წამიერად, ისე, უბრალოდ,ვხედავდი სიზმრებს, უსაშველო შიშით გაფოთლილსდა გავიქეცი და ყველასთან ერთად გავრბოდი...
რატომ გარბიხართ? სად გარბიხართ? ნუ მიმატოვებთ!გზაჯვარედინზე, ჩემს კუბოში, მარტო დამტოვესდა მითხრა მიწამ, უფრო სწორედ, სიჩუმით მარქვა:“ნუ გეშინია, უკვე აქ ვარ, მე უკვე აქ ვარ”.
გეთიაშვილი რეზო

გეთიაშვილი რეზო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი