↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოხუცი ქალი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ყოველ საღამოსმოხუცი ქალიალბათ სდგას სენის ნაპირებს იქით,დღემ ლილისფერი დახუჭა თვალიდა აელვარდაალების ჭიქით.არის პატარა, სულმთლად პატარა,და მთლად შავებით არის მოსილი,ვინ იცის ბედმა სად არ ატარასიდან მოსული?ახლა არავის არ უცქერს იგი,თითქო ვერ ხედავსვერავის გზაზე,თითქო არც ხმა აქვს, არც გული უძგერსან ეშინიადა ან ვერ ბედავს.პირჯვარს არ იწერს მონმარტრის კართან,არც თავდახრილისდგას გარინდებით,ვერაფერს ხედავს იმ ფიქრის გარდა,რაც დაიბურაწლების ბინდებით.სჩანს, არ ასვენებს რაღაცა აზრი,რაღაცა მწარედა საშინელი,წარმოდგენისა მახვილი ბასრი,ცივი და ძნელი.სჩანს, რაღაც ღრმა და განუკურნელი.გულს მწუხარებაღრღნის დაფარული,მისთვის არავინ არის მკურნალი.სახე ნაოჭითგადაბარული,სჩანს არავისგან ნუგეშს არ ეძებსდა ვერავისაც რამე ნუგეშიმწუხარებაში განცდებს ასკეცებსვერ გადაიყვანსსიმსუბუქეში.სჩანს არც სიცოცხლე მიაჩნის არად,თუმცა ვინ იცისსიცოცხლე მისი?ომში მოკლული შვილების ხსოვნამგაანადგურამთელი ხალისი.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი