↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაგვიანებული პასუხი აკაკის

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-182 წთ საკითხავი21099 ნახვა

—
ბევრი ვიფიქრე ძალიან,თუ რა პასუხი გამეცაშენთვის, მხცოვანო პოეტო;დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა.როს დავაპირე სიტყვის თქმა,უცებ თავზარი დამეცა,სიტყვა, მოსული სათქმელადენიდან მომწყდა, გამექცა.დავღონებულვარ ძალიან,თითქოს სახლ-კარი დამექცა.რადა? რა ღმერთი გამიწყრამარგალიტების მფლობელსა,რომ თავის უშნო ენითავერას ვაგონებ მშობელსა?!ბულბულისათვის გალობადაუწუნია რომელსა?მარგალიტების მფლობელიენასა ხმარობს ღონედა,და როცა მარგალიტს სთესავს,ან თუ ააგებს ყორედა,მაინც ის არი, რაც არი,ჭორები მოაშორეთა!იქნებ მე, ჩემმა ენამა,სამშობლო დავაღონეთა?ფრთები შევკვეცეთ ოცნებას,დავამხეთ, დავამონეთა?უვარგისობის მიზეზიფშავლობა არის სწორედა.მოძღვნილი არი მთის მიერ,ჩამოტანილი ქარისა,რატომ არ ჰგუობს, არ ვიცი,ამ ჰანგს ბუნება ბარისა?!აქაც ხომ ქართველები ვართ,ყვავილი აქაც ჰყვავისა,ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად,მთიელთ სამშობლო თავისა.და ენა მთისა სიმტკიცითმსგავსია კლდისა სალისა;იქნებ, აკლია, არ ვიცი,ამ ლომს სინაზე ქალისა?ამისთვის დასაგმობიადა წასაღები წყალისა?!კაცი მეტყველი, მგრძნობელი,ცხოვლად ამხელი თვალისა,ამგვარის ამბის მოწამე,შევდრკე, დავმუნჯდე ლამისა.მაინც წინ მივალ, მაინცა,არ მეშინიან შარისა,გულს მისვენია ხატადაენა მთისა და ბარისა.მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ,თუა ქართველის გვარისა.მოთაყვანე ვარ ყოვლისაიმათ ტკბილის და მწარისა.სხვა რამ მაშინებს, ისა ვსთქვათ,დამხშობი მზის და მთვარისა,სამშობლოს დამამხობელიდა გამომჯრელი კარისა…სჯობს, რომ იმაზე ვიტიროთ,მუდამ მთქმელი ვარ ამისა,ნუ შეგაშინაბსთ, არ გავნებსთმთიდან ყვირილი ხარისა.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი