↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოცნება კლდეზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ცა ვარსკვლავებით შემოიჭედა,წყნარად აცურდა ნარნარი მთვარე,ძილს მისცემია მშვიდი მინდორიდა დაფიქრებით სდგას მთა მდუმარე.როცა ნიავი, მთით მოწყვეტილი,ტყის მწვანე კალთებს შეეპარება,მაშინ ირღვევა გამეფებულიმკვდარი სიჩუმე და მდუმარება.მე მომეჩვენა, ვითომ ოცნებასთავისუფლების შესხმოდა ფრთები,მე ეხლაც მახსოვს მისი მშვენება,მისი ღიმილი, მისი თვალები.„სად გაჰქრა“-მეთქი, ვკითხავდი ნიავს, -და შორს გავხედე მთების მწვერვალებს;იქ, კავკასიის კლდეზე ვამჩნევდიმოღლილ, მოქანცულთ და მიმკრთალ თვალებს.ოცნება კლდეზე მიჯაჭვულიყო,ოცნება სისხლში თრთოდა და კვნესდა,სქელი ღრუბელი თავს ევლებოდადა ყორანთ გუნდი მის სხეულს სწეწდა.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი