↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოჰ, როგორ მსურდა!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ოჰ, როგორ მსურდა, რომ სიყვარული,საბედისწეროდ ჩვენს გულში ზრდილი,ისე მომეწყო, რომ არ აგცლოდაბედნიერების წმინდა ღიმილი.რომ ია-ვარდით დაგებულ გზაზეაღმენთო შენი ოცნება ტკბილი,მაგრამ არსად სჩნდა ბედნიერება,არ მოგეკარა სახეს ღიმილი.რა მოგანიჭა შენ ჩემმა ტრფობამ?მხოლოდ წამება, ვაება, გლოვა...შენმა ოცნებამ ის, ვინაც გსურდა,ჩემში ვერ ნახა, ჩემში ვერ ჰპოვა!ამაოდ ღვრიდი შუაღამისასცრემლებს, რომელთაც არა აქვთ ფასი,ამაოდ გსურდა, რომ დაგეცალაბედნიერების, სიწმინდის თასი.ამაოდ ფიქრებს მოუწოდებდი,ფიქრი ხომ მაინც გაგინადგურდა...ამაოდ თრთოდი... ამაოდ კვნესდი...მე ის არა ვარ, ვინაც შენ გსურდა!მაგრამ ნუ სწუხარ! შენი მგოსანიეხლა იმ ბნელ გზით არა, არ მიდის,თავის შეცდომებს და მწარე ცოდვებსმწარე ცრემლითვე გამოისყიდის!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი