↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოცნება ბორკილებში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
რომ მომცა ფრთები, ავფრინდებოდი,გადავცდებოდი მე ბედის საზღვარს -თავისუფლებას მივანიჭებდიფიქრთა ღელვას და გრძნობათ ნიაღვარს...
ზღვის ქარიშხალთან მძვინვარე ტალღებსშევებმებოდი თვალდახუჭული,რომ მომესმინა, თუ როგორ ისმისსაშინელ ხმაში მშვიდი ჩურჩული.
მწვანე მანტიით შემოსუდრულ მთებს,სად დუმილს აფრთხობს ზეფირის ფრენა,მივაშურებდი მე ბრძოლის შემდეგ,დაღალულ სულს რომ იქ მოესვენა.
შუადღის სიცხით - მუხების ჩრდილქვეშგამიტაცებდა ოცნებათ ზოლიდა მოვისმენდი, თუ ჩუმად როგორესაუბრება ფოთოლს ფოთოლი.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი