↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოცნება აჭარისწყალთან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-132 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
ვერა, ვერ იგრძნო ძველმა ეშმაკმა,ვერც ძველმა ღმერთმა, იმ ელვის ძალითთუ რა სისწრაფეს გამოღმა-გაღმაამოძრავებდა აჭარისწყალი.
ახმაურება მისი იმ ღამისათასი ქარის იყო ხმაური,ძლიერი ქარი კოლხიდის შლამის,მსუბუქი ქარი მახინჯაურის.
და აყრუებდა ტყეს ძალისძალათ,ვით უეცარი სიტკბო და ელდა,მრგებელი ქარი ატეხილ ჭალათდა მავნე ქარი ლაქაშის ველთა.
იყო თანაბარ აფრენა ქორის:უახლოვდება კარებს თანდათანგრიგალი ქარი ტრიალ სამგორის,ალერსის ქარი ჩვენს ლაზიკიდან.
თავაწყვეტილი ვეფხვი, რომელიცვერ იგრძნობს, რაა ჯაჭვი და რკალი,ადიდებული, დაუდგრომელიეშურებოდა აჭარისწყალიც.
ხიდებს და სახლებს, მწყემსთა სადგურებს,ტყეებს და ველებს, ადგილებს მზიანსმდინარე ანგრევს და ანადგურებს,ანგრევს ყველაფერს და მიაქვს, მიაქვს...
გამოწვეული დაბურულ ტყიდანინდუსტრიული ყიჟინით, სტვენით,ის უცებ შედგა... დასაბამიდანპირველად შედგა ბრაზით და წყენით.
შეხედეთ მიმქროლს სხვა ბედის ეტლით!რა დაბრკოლებას შეხვდება სამტროს!შესაყენებლად ამართულ კედლითსურს გადაეშვას და აი, ამ დროს -
თითქო ვიღაცას სურს, რომ გადუდვასგიგანტიური ფოლადის ხმალიდა უგონობით ქანებაში ხმალსტანით შეაჭრას აჭარისწყალი...
შეხედეთ: სისხლი, წყლული, იარაჰაერში როგორ იშლება ალის,მაგრამ ეს შუქი სისხლი კი არა -ცისარტყელაა ჰიდროცენტრალის!
იგი აშუქებს ქარსა და ნიავს...აჭარისწყალის ელვარე ბედიმას შემდეგ მიდის, მიდის და მიაქვსახალი დროის შარავანდედი!
სხვაგვარ ვარდის და იის საკრეფადგველიან წყალნი აჭარისანი,გმირებს ეძახის თავშესაკრებადსოციალისტურ დღეთა მიზანი!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი