↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოქტომბრის სიმფონია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ოქტომბერი - გენიის უმძაფრესი ქნარია,ოქტომბერი - იმხნითვე ჩვენი მეგობარია,ოქტომბერი - სამშობლო არის ნათელ ლექსების,ოქტომბერი - წინსვლაა ქვეყნის ერთ მეექვსედის,ოქტომბერი - სარკეა დღეთა ახალ შესახვის.ოქტომბერი - საგმირო დღეებისკენ გვეძახის,ოქტომბერი - დროისა და სივრცეთა მდევია,ოქტომბერი - ცხოვრების საზღვრების გამწევია,ოქტომბერი - მოძმეა მხნე და გამტანიანი,ოქტომბერი - ახალი არის ადამიანი,ოქტომბერი - ღერძია წელთა მრავალთ მწკრივობის,ოქტომბერი - დროშაა მებრძოლ კაცობრიობის,ოქტომბერი - გრდემლია, შრომა და თავდადება,ოქტომბერი - ველია, მზით რომ ათავთავდება.ოქტომბერი - მრავალთა სასოებით ნაზარდი,ოქტომბერი - ერების მხსნელი ფარ-მუზარადი,ოქტომბერი - ყოფნაა ძმურ კავშირში წრთობილი,ოქტომბერი - მიზანი არის კეთილშობილი,ოქტომბერი - მოსული ამ მშვენიერ მიზნისგან,ოქტომბერი - ბრწყინვალე გზაა კომუნიზმისკენ!
1939
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი