↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოქტომბრის სიმფონია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-189 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
ქუჩებში ქუხდნენ ორატორები:დრო დადგა... ტყვიის სუნთქვა გროვდება,და ჩვენს ცხოვრებას არალეგალურსაღფრთოვანება უახლოვდება.გვინახავს ციხე, დევნა, კატორღა,ბორკილის ჟღერა, ბრძოლების ზვავი,მაგრამ ვერ სძლევენ ორგანიზატორს...აი, რა არის თავი და თავი!როცა გრიგალი მოეჩვენებასხვა რომელიმეს, უქმად მოვლენილს, -ზოგს შიშით სძინავს, ზოგს მართლა სძინავს!ბევრს სძინავს, მაგრამ არ სძინავს ლენინს!ჩვენ ვიყოთ ფხიზლად, მსოფლიო მალესაბედისწეროს გაიგებს ხმასა, -ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენა ვართმებრძოლი მასა,მშრომელი მასა!თვალწინ იშლება სხვა ჰორიზონტი,იმავე ღელვით გუგუნებს ფრონტი:ფრონტების სიწითლემ ქვეყანა შეღება.ომს მკაცრს და საზიზღარს ბოლო არ ეღება.ვინ ნაღვლობს მუშის და გლეხის რუხ შინელს!რომელი იყენებს სისხლის ღვრას საშინელს?- იყენებს ამ ბრძოლას ბურჟუა ჯალათი,ჩვენ კი ვართ ამ ომში ჩაბმული ძალათი!რა ვიცი - თხრილიდან ვინ დავჭერ, ვინ მოვკალ?ჩემივე კლასის წინ რად მინდა ვინტოვკა?- მოვა დრო - იმ ტყვიას ირგუნებს ჯალათი,რომელმაც ამ ომში ჩაგვაბა ძალათი!ჩემი და მონაა, ის ქუჩის ქალია,დედ-მამა სადღაა? შიმშილმა დალია!- ეს არის გაყიდვა, ეს არის ღალატი,რომელმაც ამ ომში ჩაგვაბა ძალათი!მოდისო ლენინი - ამბობენ - ლიდერიპარტიის, რომელსაც არ უყვარს მდიდარი,მდიდარი - რომელსაც სძულს მუშის ხალათი;მუსრი მტერს, ომში რომ ჩაგვაბა ძალათი.- ამდენი ჩაგვრა და მონობა გვეყოფა, -საუბრობს ღარიბი გლეხობა.
სოფელს გულმა ღარიბის ირგვლივ ბევრი უარა,ყველას ვეკითხებოდი: „საშველია თუ არა?“- გვეშველება, - მცინოდნენ, - როცა დაგვძლევს შეგნება!და სიცოცხლეს არაფრის ხალისი არ ექნება!სოფლად, სადაც თარეშობს ათასი მატყუარა,მეც შენებრ ვკითხულობდი: „გვეშველება თუ არა?“- რა შველასა მოელი გამვლელ-გამომვლელიდან,თუ რამ მემამულეებს არ წაართვი ხელიდან?ბევრმაც ჩემი წუხილი ასე გაიზიარა:- შეიძლება გვეშველოს, მაგრამ მალე კი არა!გზით წამოველ ღარიბი, გარს მინდვრები უხვია -გულმა კარგა ხანია იმ გზას გადაუხვია:არ მსურს სხვის სატიელო ნახნავი და ნათესი...მივალ, სადაც ხრამია ბნელი, უწყვდიადესი...მარჯვნივ კლდეა საზარი, მარცხნივ ტყის ღერებია,ციხე უზარმაზარი ლაჟვარდს შესჩერებია.ვუვლი ამ მიდამოებს, ჟრჟოლამ ტანს დაუარა,როცა კვლავ გავიფიქრე: „გვეშველება თუ არა?“ამ დროს რაღაც ხმაურმა სმენას შორით უწია.- რა, რა მოხდა? - ვკითხულობ. მითხრეს: - რევოლუცია!მაგრამ რევოლუცია იგი სხვისთვის გამოდგა:შედგა მავნე მთავრობა, როცა მეფე ჩამოდგაარც ზავია, არც პური და არც თავისუფლებაისევ ბურჟუაზიას დარჩა ხელისუფლება.კარგი დაპირებები იქნა მხოლოდ უარად...„გვეშველება თუ არა?“„გვეშველება თუ არა?“უფრო დიდმა ხმაურმასმენას ახლო უწია.- რას ელით, ქალაქებო?- ნამდვილ რევოლუციას!მოგვცეს ზავი და პურიდა კაცური უფლება,შრომის უფლებებისთვისერქვას ხელისუფლება!და გლეხობა: - ეს ხსნაატიტველის და შიშველის!ის გვიშველის ღარიბებს, -სხვა ვერავინ გვიშველის,ამგვარად -ომით გაპარტახებული,აღარ მქონე თმენის,მრავალმილიონიანიმასა უცდის ლენინს!წითელ დროშის ქვეშსაომრად მდგარიმომსწრე მრავალის დღეების ბნელის,ფაბრიკათ რიგი, ქარხნების ჯარი -უცდიან ლენინს.მილიონობით - დამშეულ რიგებსამაოდ ხელი არ გაუწვდიათ,არ მოელიან არვისგან შველას -ლენინს უცდიან.რასა ჰგავს ყანა და ფარეხები!რამ დაგვიშხამა სიცოცხლის დღენი?ღარიბ-ღატაკი სოფლის გლეხებიუცდიან ლენინს.ფრონტიც მზად არის,შეატრიალოს ტყვია სიზუსტითკლასობრივ მტერზე იერიშისთვის -ჩვენ ლენინს ვუცდით.ეროვნებათა დაჩაგრულთ ბედი,ბარიკადები ქუჩების ვრცელის,ჩიხში მოქცეულ რუსეთის ბედთანუცდიან ლენინს.ლენინი მოდის!პროლეტარიატს ექნება გეზი,სად გამოვიდეს, ვისთან და როდის, -იმ მატარებლით ქოხთა მშვიდობადა სასახლეთა გოდება მოდის!ლენინი მოდისმოდის სიკვდილი ბურჟუაზიულციხე-ბორკილის და ეშაფოტის!იმ მატარებლით მოდის ნამგალიიმ მატარებლით ჩაქუჩი მოდის!ლენინი მოდის!თავისუფლება და ზავი მოდის!ამხანაგებო, ლენინი მოდის!ლენინი მოდის.წინ, ამხანაგო, ჯერარნახულიცეცხლის დანთება გვაქვს განზრახული,წინ! გადაუდექ ბურჟუებს თოფით,არ დაგავიწყდეს: ამ ნებისყოფითსამუმებს შევქმნით ჯერარგაგონილს.გასწი - იდეას მიჰყევი გმირულს!გადააბიჯე მტერს გულგანგმირულს!გადააბიჯე მოკლულ ამხანაგს!ბრძოლის სიმწვავე აღწევს უაღრესს...ჩვენს მაღალ დროშას ვერავინ დახრის -იგი მოუძღვის ოქტომბრის ხანას,დაღლილო მხარევ,ჩვენ გავიმარჯვებთ, აბა შეხედე -როცა მსოფლიოს ერთ მეექვსედზეგაშლილ ოქტომბერს შევძახებთ: ვაშას!დაჰკა სასახლეს, დაჰკა სასახლეს,ჰეი, დაჰკარი!გადმოანგრიე ძველი ლოდებინიადაგარი!ახალს ააგებს მშრომელებისთვისმკლავი მაგარი...დაჰკა სასახლეს, დაჰკა სასახლეს,ჰეი, დაჰკარი!მშრომელი კლასი ლენინის დროშითმთელ მსოფლიოში,მთელ მსოფლიოში დაირაზმებალენინის დროშით.ყოველი ქვეყნის პროლეტარებისგული აქ არი!მშვიდობა ქოხებს, ომი სასახლეთ,ჰეი, დაჰკარი!ყოველ კუთხეში, ყოველ მხარეში,და ყოველ დროში,განმტკიცდეს ძალა მუშის და გლეხისლენინის დროშით.კომუნა იყოს ამ ოქტომბერისნაამაგარი -დაჰკა სასახლეს, დაჰკა სასახლეს,ჰეი, დაჰკარი!
არ დახვედრია ოქტომბერსარც ოქრო, არც განძეული,დახვდა ოქტომბერს ქვეყანაცივი, პარტახი, ნგრეული.არ ჰქონდა რამე საზღვარიშიმშილს და გამათხოვრებას,ამიტომ შრომა მიეცესშენებას, ცოცხალ ცხოვრებას.კილოვატებში გაეშვასმილიონთ მძლეთამძლეობა,ახლა ჩვენ უნდა ვიკისროთეს დიდი მოვალეობა.ხე-ტყე, თლილი ქვა, აგურიცემენტში, კირში ეფლობა.ქვეყანას უუდიდესიმოედო აღმშენებლობა.ახალი ხუროთმოძღვარიდასძლევს ხე-ტყეს და ხარაჩოს,რომ ქალაქისას მისწვდეს ხმასდა სოფელს დაუდარაჯოს.კარგია შრომით ნთებულიქურების ცეცხლთან სახებადა შემდეგ გამარჯვებულისიმღერის შემოძახება!არის საბჭოთა მახვილი -ნებისყოფა და ძალ-ღონე,ბევრი ქარიშხლის მნახველი,ბევრი გრიგალის გამგონე.იმისი ომი ამჟამადქვეყნის აღდგენის ომია.საკეთებელი ბევრიადა ხმა გაისმის: აკეთე!მანქანებს რომ ეფერებაშრომის გუგუნი ზვიადი,ეს არის ბედნიერება,განუსაზღვრელი, დიადი.თუ, როგორც ტოტი ქარისა,მიღელავს შრომის დროება.იმისი შესადარისიჯილდო არ მოიპოვება.სოფელშიაც ვთესოთგაზაფხულის თესლი!დე, ბობოლას ჰკლავდესსიყვითლე და გესლი,დარჩეს ოხრად ყანა,ერგოს ხრამი ეზოდ,ჩვენ კი თავდადებითვთესოთ, ვთესოთ, ვთესოთ.წინსვლა როდი ხდებახელაღების წესით, -საქმე საქმეს აგავსმხოლოდ ერთგულ თესვით.არც მანქანა მოდისმისით, უმიზეზოდ,უნდა დროზე მოვხნათ,უნდა დროზე ვთესოთ.ხედავ მატარებელს, -აღმართს როგორ უხვევს,შორი ქალაქიდანესალმება მუხებს,ლეჩაქივით ბოლიბუჩქს ედება ლურჯად...საიდან სად მოდისასე მძლედ და ურჩად?მატარებელს მოაქვსიარაღთა ჯარი,არ აშინებს სიცხე,არც წვიმა და ქარი.მოიფინა მხარერკინიგზების ქსელით,ქალაქის და სოფლისშეერთებას ველით.ორთქლმავალი მოდის...როგორც ჩვენი გული,იგიც ბევრჯერ იყოტყვიით დაცხრილული.შიმშილი და ტიფიმასაც გადაჰქონდა,მიდიოდა, სანამცოტა ძალა ჰქონდა.ვის არ სჭირდა ჩვენიორთქლმავალის ჟინი,სცემდა ინტერვენტი,ხვრეტდა დენიკინი.ოო, საზიზღარო,როგორ მწარედ კბენდი!მოვსპეთ თეთრი ძალა,მოვსპეთ ინტერვენტი!დაგვრჩა ორთქლმავლები,როგორც ჩვენი გული -გამხეცებულ მტრებისტყვიით დაცხრილული.გაჩერებულ ტრანსპორტსაღარ ჰქონდა ღონე,როგორც ქაღალდის ფულს,ფასდაკარგულ ბონებს.მატარებელს ჩიხითვინ დასძრავდა, სანამმოაღწევდა ჩვენიაღდგენისა ხანა.მხოლოდ ოცდახუთში -ვით შეგწევდა ღონე -აღვადგინეთ ომისწინა დროის დონე.მატარებელს დაჭრილსმოეხვია ჯარი,განუკურნეს სრულადწყლული მრავალგვარი.აწი მოდის, მოაქვსმას სალამი ძმური,მოაქვს ჩვენთან რკინა,მოაქვს ჩვენთან პური.
როგორც ხის რტოებსაპრილის დღემდეჩამოშორდება თოვლი და ყინვა...ქვეყნის ხელახლააღდგენის შემდეგსხვა ლოზუნგების გაისმა გრგვინვა...ახალ ცხოვრებასვაწყობდით ახლადდა ეს დაწყება თუმც იყო ძნელი,ქარხნებში ისევ იქუხა ხალხმა,რომ ეს ბრძოლაა უკანასკნელი!მხარეს უცებ ვერგადააკეთებსსხვა ვერ-რა ძალა, ვერა-რა ნიჭი, -ცვლის ფაბრიკებს და მიწის ნაკვეთებსრევოლუციისმტკიცე ნაბიჯი...
ძველებურად ქარს არ ატანსარვინ თავის შრომას,რკინასა ჭედს, თუ თხრის მადანს,არ ივიწყებს, რომ მასურჩევს კლასი გაფრთხილებითმანქანასთან დგომას,ხელი უწყოს ხარისხებისგადიდების ზომას.აფრიალდეს დროშა მშვენი,ძირს ჯვარი და ხატი,სხვა კულტურას ითხოვს ჩვენიპროლეტარიატი.აი, ჩვენი მინდორ-ველი,იქ აღარ ჩანს მრავალი,ფეოდალი ძველისძველი,მეფეთ შთამომავალი!და გაისმის შორით-შორიიდუმალი ქუხილი.მოსდებია ველს ტრაქტორი,არის შრომის დუღილი!..
მორჩა ოთხწლედში გიგანტის მსგავსიჩვენი ხუთწლედი,ეს არის ჩვენი და მთელი ქვეყნისმშრომელი კლასის იმედი, ბედი.ხუთწლედი იყო ბურჟუაზიულქვეყნებისათვის რისხვა და მეხი!თავგანწირულად იბრძოდა მისთვისსაბჭოთა ქვეყნის მუშა და გლეხი!
სოციალიზმის საძირკვლის ჩაყრა,აი, რა იყო ხუთწლედის ხაზი.ამ გენერალურ ხაზზე იბრძოდაპარტია - მტკიცე და ბუმბერაზი.
„ჯერ დავეწიოთ, მერე გავუსწროთ“,ძველი ევროპა მუდამ მტერია...ხუთწლედის ფრონტზე თავდადებულადიბრძოდა ჩვენი ინჟენერია!
აგრონომები, ტრაქტორისტები,კოლმეურნეთა მაგარი რაზმი,და დამკვრელების გაისმოდა ხმა,როგორც მქუხარე ენთუზიაზმი.
ჩვენი ერთგული მასწავლებელიიყო მანქანა და მისი ტემპი,ჩვენი ფაბრიკა, ჩვენი ქარხნები,ჩვენი ეპოქის მონუმენტები.
1930-1932
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი