↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თეთრი სიზმარი

ტაბიძე ტიციან

2026-07-181 წთ საკითხავი10768 ნახვა

—
საქართველოთი ვინ არ დამწვარა,ან ვინ არ სტირის საქართველოზე,უძილო ღამემ ცრემლით დაჰღვარაწარსულ დიდების დაღვრემილი მზე.
ბევრი ვიტირეთ... ბევრი ვატირეთ,გარდავიქმენით სისხლის მდინარედ,ცრემლებითა ვრწყავთ სამშობლოს ჭალებს,სულს ჩვენვე ვაცმევთ მწუხრისა ძაძებს.
დღესაც საკუთარს მივსდევთ ჩვენ კუბოს,სასაფლაოს გზა რად არ ილევა!..სივრცე არ არი, რომ დაიგუბოს -სასომიხდილი მუქარა, წყევა!..
თეთრი აჩრდილი მისდევს ჩვენს კორტეჟსთეთრი აჩრდილი - თეთრი მადონის.გზა არ ილევა... თუმც მეწამულ მზესაჰა, საცაა ზღვა დაიწონის.
მივდივართ ასე შორეულ გზაზე,ვარსკვლავნიც ჩვენთან გლოვობენ ცაზე,სტირის ზარნაშო... ჰკივის აფთარი,შავი ნაღველის გვცემს შავი ქარი.
მადონა, სატრფო, გკოცნი დალალებს,ჯვარცმული ერის მადონა დედა.სად დავისვენებთ, სად დავაწყობთ ძვლებს,გემუდარებით - გვითხარი დედა!..
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი