პოეზია · ლირიკა
ჩიტი-ჩიორა
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
Iამწვანდა მთები,ამწვანდა ჭალა,გამოიჩინაბუნებამ ძალა.ჩიტი-ჩიორაგალობს და გალობს:არც დაეძინა,არც დაიღალა.მწვანობს ჯეჯილიმჰყვავის ხეხილი.თეთრად ცხვარი სჩანსგადაფრენილი.დიან წყარონიუხვად ყველგანა.სამოთხესა ჰგავსმთელი ქვეყანა.მოსარწყავიც აქვს -წვიმა ჟუჟუნა.ტყეში ქედანმადაიღუღუნა.ხნულებში ცელქობსთაგვი წრუწუნა.ჰფეთქენ იანი,დღეა მზიანი,ღმერთო, არ მისცეყვავილთ ზიანი!რა კაი დროა,რა კაი ხანა! –არ მინახიასხვა ამისთანა.ჩიტი-ჩიორაგალობს და გალობს,რა დიდად ლაღობს,რა ფრიად ხარობს!თავის მღერაშიცვილივით დნება,გალობს დღედაღამდა არა სცხრება.
IIგაყვითლდა მთები,გაფუჭდა გზები.ვუცქერ ბუნებას:ჯავრითა ვკვდები.აღარსად ვარდი,აღარსად ია,დაბლა ყვითელიფოთოლი ჰყრია;ტყე ისეთია,როგორაც გლახა:შეეცოდება,კაცმა თუ ნახა.მკვდარ ამირანს ჰგავსმინდორ-ველები:დაუკრეფიათგულზე ხელები.რა ვნახე გუშინ,რას ვხედავ დღესა!ვის ოინია,ნეტავი, ესა?ყველასგან მესმისმე მხოლოდ კვნესა...ჩიტი-ჩიორამარტო არ ჰკვნესის,აჰშლია ჟინიმღერის და ლექსის.დაჰკივის მთასა,დაჰკივის ბარსა,გალობს და გალობს,დაღლას არა ჰგრძნობს.დამჭკნარ-დამზრდელიდედა-ბუნებაგალობის ჰანგებსჩაებანება.
IIIუარესი დროდა ჟამი დგება,მტერი ბუნებისსისხლითა ძღება.ყინვა-ზრბისგანხე და ქვა სდგება.გადალესილათოვლით მთა-ბარი.თავზე გვექცევაყველას სახლ-კარი.ყველაფერიაგამშრალ-გამხმარი.არავის სწადისგამოსვლა კარში;ვარსკვლავებიც კიიმალვის ცაში.ვისაც სორო აქვს,სოროში ძვრება,და ვისაც არა,სიცივით კვდება.ეს დალოცვილიღმერთი რას შვრება?!ჩიტი-ჩიორამხოლოდ არ სცხრება.გალობს და გალობსდაუცხრომელი,კრიმანჭულებითგაუძღომელი.ერთი უყურეთცერის ტოლასა!რა შეედრებაიმის ყოლასა!
1912