↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩივილი ხმლისა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-121 წთ საკითხავი21095 ნახვა

—
- დაჰჟანგებულხარ, გორდაო,დაგობებია ქარქაში,სადა გყავს შენი პატრონი,დაგაწყებინოს კაშკაში?- სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:შამქორს გავწირე მკვდარია,ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,სდიოდა სისხლის ღვარია.ომში წინ წასვლა უყვარდა,ხელთ დაბღუჯვილი ფარია;არას დასდევდა სიკვდილსა,ოღომც არ შარცხვეს ჯარია,მეფის თამარის გვირგვინი,ქართველთ სამეფო გვარია.ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდესლაჩართ კედელზე უქმადა;ვისღა სცალიან ჩემთვისა,ქვეყანა იქცა დუქნადა.გადამაგდებენ გირაოდ...და გზირ-ნაცვლების ხელითაქვეყანა მხედავს მდებარეს“არშინის”, “ჩოთქის” გვერდითა.შვიდასი წელი გამიხდა,არ გავპოხილვარ დუმითა,არ ვულესივარ ქართველსადაღიღინებით ჩუმითა.მისი ხმა აღარ მსმენია:“გასჭერ, გამიშვი წინაო,თუ სახელს არ მაშოვნინებ,როგორ დავბრუნდე შინაო!”
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი