პოეზია · ლირიკა
ჩემის კაცობის გვირგვინო
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(სიმღერა)
ჩემის კაცობის გვირგვინო,ჩემო სამშობლო მხარეო!შენგან ნაშობი ოცნებაგულს ლახვრად გავიყარეო.არ მიმეფარო თვალთაგან,დამიცევ, დამიფარეო.ბევრი ვაება ვიხილე,ბევრი დღე ვნახე მწარეო.მზის სხივებივით ბრწყინავენ,რაც მე ცრემლები ვღვარეო.ის მოიგონე მაინცა,ბეჩავო არემარეო!ჩემს ცრემლს უბეში ინახავ,განა, სამშობლოს მთვარეო?!არ მიღალატო, ოცნებავ,მნახოდი მალიმალეო.კი არ მიმუხთლო, შემომწყრე,იარო გარე-გარეო.თუ ამას იზამ, წინა დღითსაფლავი გამითხარეო.მოვკვდე, კაცთ ხელი არ მინდა,ოცნებავ, დაგიბარეო:მარტო შენ მნახე, გულზედაცმიწა შენ მომაყარეო.