პოეზია · ლირიკა
თბილისის ღამე
თითქო კვდებოდა თბილისის ღამე,სარაჯიშვილის ხმებით სტიროდა,თარს ამოჰქონდა გულის ბალღამიმტკვარის მარცხენა სანაპიროდან.
ასე მღეროდა მაშინ მეტივეფიჭვის შეკრული თეთრი გედებით,და უეცარი ძველი მოტივიინაცრებოდა სხვა იმედებით.
რა მაბადია - ან რა მებადა,მე ვარ ტიტველი მთა შავნაბადა,მაგრამ გული რომ მაინც მომტირის,თითქო ჩააგდეს ცეცხლის საკირეს...
ეხლა მეც ვაქებ ინდუსტრიის ქარს,მეც მინდა ძველი ქვეყნის დალეწვა.თაფლის ფრთა ჰქონდა მაშინაც იკარსდა გული ფრთაზე მალე დაეწვა.
და მაპატიეთ მე თუ მივსტირიტფილისის რძიან ბალახის დილას.მე მეხარბება მართლა მესტვირეარსენას ლექსით რომ გამოზრდილა.
ჯერ კიდევ ვზივარ ძველებურ ტივზე,ვტირი შეკრული ფიჭვის გედებით.არ შევჩერდები მე ამ მოტივზე,მე თვითონ ვცხოვრობ ამ იმედებით.