↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოქტომბრის გემი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
ქართ სცადეს და ვერგაანადგურესგემი მებრძოლი,გემი მართალი;აჰა, მოვედითგემთა სადგურისჯებირთან, სადაცსარკეობს წყალი.დადგა მედგარიუტეხი ფერდით,წყალში დასცქერისთავის ხერხემალს,რამდენი ტალღაუტევდა მკერდითმის წინგაწევას,ან შეფერხებას!სქლად დასდებიამის ტანს ნიჟარამრავალწლოვანისნიშანი ცურვის!სად არ უვლია!მაგრამ მშიშარაის არ ყოფილა,არც მსხვერპლი ურვის.და ვგრძნობ თვისებასჩვენში საერთოს,როცა ვუყურებამ მაგარ ძვლებისსილუეტს ზღვაზედა წინაერდოს, -უცხოს - სიმშვიდისდა მოსვენების...და თუ მღელვარეტალღები აღსდგა -გემთან მებრძოლიშორი ზღვისანი -ჩვენც გემთან ერთადვიბრძოლებთ, რადგანმზეებრ ნათელიგვინათს მიზანი!ჩვენ ყველაფერიგავიგეთ ხვალის,ჩვენ ყველაფერიგავიგეთ ზეგის,არ დავიშურებთბრძოლათა ხალისს,რომ ვიყოთ მტერთაწინააღმდეგი.აღარ დაცხრებაეს სიმფონია,აელვარდებასაბჭოური მზით!გაეშურებამთელი მსოფლიოოქტომბრის მიერგაკვალული გზით!
1938
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი