↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

26 მაისი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19202 ნახვა

—
ვამაყობ, როგორც გულზვიადი მეისრაბარი,დასისხლულ მარჯნით იჭედება ჩემი სახელი.ცხელ არმაზიდან ატირდება შავი ძახილი...აცეცხლებული ტოპაზებით ამაყი სახლი.მზე პერანგს იცვამს ყირმიზისას - მთებში ნაფარი;რკინის კვნესაში ხმალსა ჰფერავს მეისრაბარი!..
საწყალ აჩრდილებს, რომ სდიოდათ სუნი მიწისა,აღარ აცვიათ ტურნირებზე თეთრი რძიანა;ვეღარ ანახლებთ ხმა სოლომონ ლეონიძისა -დგებიან როგორც კეისარი ვესპასიანე...
შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს...- დღევანდელი მზე საქართველოს ისევ მოიტანს.ნელდება ცეცხლის კოშმარებში ოდრიკალები -თეთრი ფიქრები მახვევია მადრიგალებად...და გორგასლანის მელანდება შავი სურათი.მისრეთი... ჰინდი... ბაბოლონი და ასურეთი.
ჩემსკენ მოჰქრიან იალქნებით: სპარსი, აბაში,ჩემი სახელი დაიხევა აღტაცებაში.
დღეს სიხარული - ვით ცეკვაში მთვრალი სალომე,როგორც ეთერის სარეცელზე აბესალომი!..ქართლოსის ლანდი ბრწყინვალებით გამეთარეშა -არმაზისაკენ! ნუღარ წავალთ ლეგა ზამთარში.
1918
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი