↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოქტომბერის გამარჯვებისთვის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ცხრაას ჩვიდმეტში ოქტომბერის გამარჯვებისთვისბარიკადებზე დაცემულ გმირებსოდეს ვიგონებთ, არ გვიმონებს ვაება. რისთვისერთი ჩვენგანიც კი არ იტირებს?- ისინი ხალხის უფლებისთვის ბრძოლაში მოკვდნენ,გზა გაუკაფეს შრომის სუფევას,აზრი სიმართლის, სიდიადის იცოდნენ, გრძნობდნენ,თავი შესწირეს თავისუფლებას.აი, რად არის, რომ გმირთ ხსენებითარც ერთ ჩვენგანის კვნესა არ ისმის,მათი ძეგლია სხვა გათენებით -ანთებული დღე სოციალიზმის!სადარაჯოზე, მათ შემცვლელად, ახალ წყობაში,ოქტომბრის შემდეგ ურყევად მდგარი,ოთხი მძაფრი წლის, ომების ხნის განმავლობაშიმედგრად იბრძოდა წითელი ჯარი.რა დენიკინი, რა კოლჩაკი და რა ვრანგელი,რა ინტერვენტი ცეცხლით და რბევითარ წამოსულა წინააღმდეგ. ო, სივერაგე!მათთან ბრძოლაში დაეცა ბევრი!მაგრამ იმ მძლეველ გმირთა ხსენებითარც ერთ ჩვენგანის კვნესა არ ისმის,მათი ძეგლია სხვა გათენებით -ანთებული დღე სოციალიზმის!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი