↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოქტავები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
არის არტისტის გულში კრიზისიან განახლების, ანუ დაცემის,როს ორმოცდაათს გადასცდა მისიწლები ზიზღისა და აღტაცების.დიდი ხანია გახდა პარიზითავშესაფარი დაღლილ კაცების,მათი, ვისთვისაც რეკავს საათი:ორმოცდაათი, ორმოცდაათი!
ამოიწურა ის ფანტაზია,მასთან ყოველი და ყველაფერი,გარემო თითქო ისევ ნაზია,მაგრამ სიკვდილით არის ნაფერი.ცხოვრება ისევ ქვეყანაზეა -არ არის ნიჭი ცით მონაბერი,არც კარიერა ახალი რასის -ჰკლავს სევდა, როგორც ოდესმე რასინს.
და იმ დროს, როცა წამოვა დარდი,იარაღს სინჯავს ჯარის თითები -იყო შუბერტი, იყო მოცარტი,ამნაირ ღელვას ანარიდები.გულში კვლავ ჰყვავის ია და ვარდი,მე კი ქარიშხალს არ ვერიდები...არა, ძვირფასო, ბედს არ ვემდური,ქვეყნად არც ისე ვარ უბედური.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი