↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტო მთების

არაბული თემო

2015-12-121 წთ საკითხავი3214 ნახვა

—
ღამეც უღიმღამო დადგა,ალბათ ცუდის მოსვლას უწყის,შენი არ ვარ, აბა რა ვქნა!ცრემლი მოიწმინდე ნუ გწყინს.
არას მახეირებს ხევსურს,მერქვას საკუთრება სხვისი,ქვეყნად აღარც ერთი ქალისმქვია მარტო მთების ნისლი.
თავს ვთვლი, სულ პატარა კენჭად,ჭიუხვს მომტვრეული ლოდის,მთა ვარ წამომდგარი კენტად,ვიტან აუტანელ ლოდინს.
მაღლა მწვერვალების თავში,თოვლთა ის სითეთრეც მე ვარ,რითმებს ჩაუდექი, კვალშიცოტა მელექსესაც ვგევარ.
მწვანედ შეფერილი ქვა ვარ ,შხეფით ვუხავსივარ, არაგვს,ანდაც არაგვი ვარ თვითონ,რავი... მნიშველობაც არ აქვს.
მგლების ყმული ვარ ტყეში,აქაც... უფრო მგელი თვითონ,კალამს მოვიტოვებ ხელში,ღამე წერით უნდა ვირთო.
მთვარის, მოფენილი სხივი,მთების დარაჯი ვარ ღამის,მაინც არ მასვენებს ფიქრი,ერთი ლამაზთვალა ქალის.
ხოდა.... ყველაფრის ვარ მთაში,ემაგ შენ თვალ წარბის გარდა,
არა, მას ვერ გავცვლი სხვაში,მუზად ერთი მყავს და... მყავდა.
რითმა ხვალ ახალ ლექსს უწყის,მახსოვს, მთებს ფურცლადაც ვყავდი,ცრემლი მოიწმინდე, ნუ გწყინსტანზე ჩაიცვი და.... წადი...

არაბული თემო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი