პოეზია · ლირიკა
მამაო
დავდივარ სტატუსით ცოდვილის,მეც უნდა ვნანობდე რაიმეს,გული მაქვს მკვდარი და მოჭრილი,სვავებმა კორტნეს და წაიღეს.სულით და ხელებით,თვალებით,ვამძიმებ ამ მიწას ტერფებით,გამიღეთ სიწმინდის კარებიგუშინ და დღეიდან გნებდებით.მამაო შემინდე- ცოდვები,ვეღარ ვტევ და უკვე იბრძვიან,სიმართლეს ნელ-ნელა ვშორდებიდღითი-დღე უფულოდ მყიდიან.და ახლა აქა ვარ, მამაოდა ახლა ყველაფერს ვადნები,ვაჭარი ფულს როცა კარგავდა,შემინდე-ჩუმჩუმად ვართმევდი.მამაო-მთელი დღე ვბილწობდი,ვაგინე, ზოგს დედაც გამჩენი,ცოდვას რომ ვშვრებოდი ვიცოდირომ ვყარე პურების ნარჩენი.მამაო- ამის წინ ვტიროდი,სხეული სულ როცა გაიყო,შემინდე მამაო- ვყვიროდი,-რომ ღმერთი აღარსად არ იყო.მამაო შემინდე დავთვერი,მეგონა,ზაფხულში მათოვდა,დილაზე, ყავ-თვალებ გახელილსწინა დღის აღარც რა მახსოვდა.მამაო შემინდე- არ ძალმიძს,სულყველა ვთვალო და აგიხსნა,მამაო - ცოდვებით დანამძიმს,შეგთხოვ რომ როგორმე დამიხსნა.
დღეიდან ცოდვები ვაკავო,უნდა ვთქვა,სიწმინდე მათოვსო,ღმერთს შენაც უთხარი მამაო,-მიყვება ცოდვებს და ნანობსო.