↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ღვერა-ღვერა

არაბული თემო

2015-12-121 წთ საკითხავი3233 ნახვა

—
ღვერა-ღვერა დაგილაგო ლექსები,კალმის წვეროც „მოსაწკეპი“ გამიხდეს,ვიოცნებებ, – მოდი, ვითომ ვერც ვხვდები,ისევ მასზე, რაც არასდროს ამიხდეს.
ხან ვიფიქრებ, დავთმო ყველა ოცნება,შევერიო ამ ცხოვრების სიბილწეს,მაგრამ სული მერე თავთან მიჩივის –ეს ხევსური, ჰეი, საით მიიწევს?!
ხელის მტევნებს შევაჩვიე ჭიქები,ქუჩა-ქუჩა, ხეტიალი დამჩემდა,დღეში თითქმის მთელ სამყაროს ვხვდებოდი,ღმერთის გარდა კი ვერავინ მამჩნევდა.
ფულად მხოლოდ შემრჩენია ხურდები,სამათხოვროდ ხელი არა მნებდება,ხან ვიფიქრებ, ერთი ტყვია და მორჩა,მერე ისევ ლექსი დამფიქრჩემდება.
არა მტოვებს ჩემი მთა და არაგვი,სულში ისევ რაღაც რითმებს ალურჯებს.მოვიკითხავ, ფურცლის ნაგლეჯს კალამით,ანუ – ერთი არაბულის საუნჯეს.
მერე ისევ სულ ყველაფერს გადავდებ,ერთი წუთით, ერთი კვირით, ან კიდევ...ფეხს წამოვდგავ ამ ცხოვრების დაყრდნობით,და მარჯვენავ – ჩემი გუდა ამკიდე.
არავისი ქვეყნად არ შემშურდება,მე ასეთი შევიქმენი ეპოქა,არ ვიდარდებ, თუკი ვერსად შემამჩნევთ,შესამჩნევად, მთა და ღმერთიც მეყოფა.
მივაკვლიე, კვლავ ცხოვრების ალაგს და,მოდი აბა, გადამივსე ეს სური,ვისაც მოგწონთ, რავი თუკი მიიღებთ,ლექსებს გჩუქნით, ჭიუხების ხევსური.

არაბული თემო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი