პოეზია · ლირიკა
გადავაშორე
გადავაშორე ჭიქას სისველე,სიფხიზლეც უკვე წარსულს ბარდება,ვხვდები თანდათან ერთი ქალშავაუფრო და უფრო ჩემში ქალდება.
არ ვიცი როგორ მხიბლავს რაიმე,მთიდან გამოფრენილ არწივს,გრძნობებს გადმოვაქცევ წვეთად,მასაც არაყივით დავცლი.
მერე გაუყვები რელსებს,ხალხი სიმთვრალეს რომ არქმევს,და თან მოგიყვები ლექსებს,გულიც პოეზიას აქებს.
გზებზე დაბრკოლებეს ველიშენსკენ დავადგები შავ გზასხევსურს დამეკარგა ფერი,ქალი ჯადოქრობას მალავს..
ჭიქას აღარ უჩანს ძირი,ღვინოდ იღვენთება,მთვარემიყვარს აკრძალული ხილი,ყანწად გავსებული ღამე.
შავი დალალივით დილას,ბნელი მოაყარეს ბეჭებს,ვტეხავ ჩემი ლექსის ქილასგაყრი პოეზიის შხეფებს..
მთვრალი ხეტიალობს ჩემშისხვაგან წასასვლელი არ აქვს,გულით დამაქვს შენზე ლექსიხედავ? რამდენი რამე დამაქვს...