↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სარკმელს შემოაწვა

არაბული თემო

2015-12-121 წთ საკითხავი3213 ნახვა

—
სარკმელს შემოაწვა სიბნელე და,გულიც ჩაიბურა ღამესავით,მოდი აბა ერთიც მიმღერე და,სისხლი გამიზავე საფერავით..
ეს დღეც ასე უცებ ჩამობნელდა,მზის სხივს კვლავ სიბნელე დასწევია,მხრებზე მოიბნიე დალალებიკლდეებს ნისლი ასე დასჩვევია.
აზრებს შეერია ალკოჰოლი,ფიქრში კვლავ ლექსები დამითესე,ახლა ვერა,მაგრამ ხვალე გეტყვიუკვე, რა და როგორ დაგიწერე.
ჭიქა გადამივსე,გადაივსე,ამით ჩემი მთების დამილიე;გახსოვს ალბათ,ესიც დავლიე და,მერე ხევსურულად ავირიე.
გრძნობებს აეშალა საღერღალი,ხოდა მერანს ზურგი დავუმძიმე,რა კარგ დაგიდგაო საფერავი,ხევსურს ნოსტალგია გაუღვიძე.
გზიდან მამეცალეთ უგუნურნო,ქალაქს გასაგიჟებს,გავუგიჟდი,მთისკენ გადავმართე ფიქრები და,თბილისს მთის არწივი გავუფრინდი..

არაბული თემო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი