პოეზია · ლირიკა
* * * ნატკენი და დაშაშრული
ნატკენი და დაშაშრული ხელებითჩამოგიტან მე მთებიდან ყვავილებს,მოვალ შენთან ერთი რამის ვედრებით,მე მიჯერე, არა მარტს და აპრილებს.ამ გულიდან ჩაიწერე ფეთქვები,ნახე ფურცლებს ლექსად როგორ დააჩნდეს,იქნებ მიხვდე, ახლა რაღაც ვერ ხვდები,რომ შენია ქვეყნად რაც კი გამაჩნდეს.
მე ჩემს მთებში, ჩემს კლდეებთან დავსახლდი,ვერც იფიქრებ, აქ ისეთი რამეა,სულყველაფერს ვიწერდი და ვქარგავდიაქ დღეებიც მითმობენ და, ღამეა.ყოველ დილით, ფარდის ნაცვლად ფანჯრებთანღრუბლებს ვწევ, რომ გავიხედო გარეთაც,ჭიუხვები მიდგას ეზოს კარებთან,აბა ერთი მოიხედე აქეთაც.აქ ხანდახან, მე და მთვარე ვსხდებით დავლაპარაკობთ, მოზღვისფერო თვალებზე,ჭაჭას დავლევთ, მერე ცოტა ვთვრებით და,ოხ რამდენჯერ გვთენებია თავებზე.აქ არაგვი, ბობოქრობს და ამაყობს,კლდის ძირებსაც შეულეწა კედლები,აქ სუფრაზე თეთრი ნისლი თამადობსდა თვითონ ვართ ვარსკვლავების მჭედელნი.პაპათ ნახად, ჟიპიტაურს დალევთ და,წელ ზამთრისთვის რ გამოლევს, ბევრია,-პახმელია... აო ყროლად შათენდაჯიხვის ხინკალს. ქვაბში ყრიდა ბებია.პირს მოვიბან, წვიმას მისხავს ღრუბელი,ადე ძმაო თითო კიდე დავლიოთ!არაყია ისევ ჩვენი მკურნელი,დალალები ფიქრად არც კი გაივლო.ანდაც წამო! დავაღონოთ თბილისი,ღამე ქუჩებს შევაჩვიოთ, ღრიალი,ჭორაობდნენ, მეორე დღეს ვინ იცის,-რა გამოდგნენ, ოხ ეს ოხერ ტიალნი.თუ იწვიმებს, მთიდან სივრცე დავბზარეთთუკი ელავს, მაღლა მთებში ძეობენ,თუ ქალაქში ცა ჭექავს და ზანზარებს,ესე იგი... ხევსურები ღრეობენ..