↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუკი

არაბული თემო

2015-12-121 წთ საკითხავი3218 ნახვა

—
თუკი ტუჩებს შეეხება ტუჩებითუკი ლექსით გეტყვი,მე შენ მიყვარხარ,თუ საჩვენოდ განვალეგე ქუჩებიეს ნიშნავს რომ ჩემი ხარ და მიმყავხარ.
მიმყავხარ და მიგაბარებ მწვერვალებსთავზე ნისლებს წამოგიფენ ფარივით,მე ხევსური?შენც ხევსური გახდებივერ იცხოვრებ ქალაქელი ქალივით.
მიმყავხარ და თუნდაც წუთით ლამაზოარ იფიქრო ღალატი და რაიმე,შენ მიყვარდე შენ გიწერო ლექსებისხვა უკითხო?? მაშინ მოვკვდე ვაი მე....
მიმყავხარ და, დაივიწყე ქალაქიჩემში სახლობს ამ თბილისის ფობია,მოდი გულზე მოგიხატო სტრიქონიიცი ალბათ წერა ჩემი ჰობია....
მიმყავხარ და,კაბას სიგრძე უზარდეფრჩხილებს ლაქი მოაცილე ფაქიზად,მე ჩემს წესებს,წამოგიშლი უმთავრესსმე უწესო სიყვარული არ მინდა...
მიმყავხარ და შეგაყვარებ შენც ღამესცაზე ვარსკვლავს გადმოვითვლით როდესაც,ბედს მადლობა ჩვენ რომ ერთად შეგვყარესდა ვნანობ რომ არ მიყვარდი ოდესღაც..
გპირდები რომ თანასწორნი ვიქნებითვერსად ნახავ ბატონობას კეისრულს,გთხოვ უბრალოდ მთისკენ მართე ფიქრებიდაგავიწყებ ოდნოსა და ფეისბუქს..
მიმყავხარ და ერთად წავალთ მთებისკენახლა მუცოს,შატილს,არხოტს მიბარდი,შენი არ ვარ და მე მაინც გეტყვი რომმიმყავხარ და,მიყვარხარ და, მიყვარდი..
და ამ ლექსაც გადმოწერამ უმართლაგამოვიდა ცოტა ალბათ მზეკრული,შემარცხვინეთ თუკი მართლა ოდესღაცსიყავრულის მონა გავხდე ხევსური..

არაბული თემო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი