პოეზია · ლირიკა
***(მზეში ყოველთვის რაღაცას ვკარგავთ)
მზეში ყოველთვის რაღაცას ვკარგავთ,სხვა არის ღამე..მე შემიძლია დავუგდო ყურიშენს დუმილს, სადღაც, ქალაქის იქით,სხვა არის ღამე ეჭვის და შურისთითო ნატეხის და ღვინის ჭიქისდა როცა ვიცი, რომ ფიქრობ სხვაზე,როცა გგონია, რომ ფიქრობ ჩემზე,სხვა არის ღამე, შენსავით ნაზი,შენსავით ბავშვი,მენდე, ძვირფასო,მე შემიძლია დავუგდო ყურიგაყინულ ქარში ფოთლები თოვასდა თქვი, რაც გინდა, შხამად თუ პურად,დღეს ყველაფერი ჩემამდე მოვადა თქვი, რაც გინდა, არ ვღირვარ იმად,რომ შენ იფხიზლო ქალაქის იქით,რა შუაშია ქარი და წვიმა,ეს სხვა ღამეა - დაცლილი ჭიქით.არ შეუშვირო მუჭები წუთებსდა არ მიადო სიცივეს ლოყა,არ მაგრძნობინო, ძვირფასო, უცებრომ ჩვენი სევდა ერთ ქარში მოყვა,თორემ ხვალ დილით რაც გინდა, ის თქვი,თუნდაც ღამეზე მოყევი რამე,ოღონდ დილამდე თუ გამყვა ფიქრი,ოღონდ დილამდე თუ იქნა ღამე.